
თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ტაბატაძე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მამუკა მდინარაძის საქმიანობას დადებითად აფასებს და იმ ნაბიჯებზე საუბრობს, რაც ქვეყნის განვითარების მიმართულებით გადაიდგა.
„რა შეძლო მამუკა მდინარაძემ 8 თვეში - არასრული ჩამონათვალი:
სუს-ში შემავალი ოპერატიული ინფორმაციის 30-ჯერ გაზრდა.
სახელმწიფო გადატრიალების ერთ დღეში აღკვეთა და ორგანიზატორების დაკავება.
პირველად ქართული გამოძიების ისტორიაში - ინტერნეტტრაფიკის მაიდენტიფიცირებელი მონაცემებით (მობილური აპლიკაციების დეტალური ანგარიშით) დანაშაულის გახსნა.
კორუფციაზე ასეულობით პირის დაკავება, მათ შორის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების.
ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში პირველად ჯაშუშების (მათ შორის რუსეთის ჯაშუშების) დაკავება.
გარე დაფინანსებისა და უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებიდან შემომავალი დავალებების სქემების გაშიფვრა.
BBC-ს დეზინფორმაციის მხილება საგამოძიებო მტკიცებულებებით.
სუს-ის ბიუჯეტის გაორმაგება, მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობის, სპეციალური საშუალებების და ავტოპარკის სრული განახლება.
სამსახურის თანამშრომლების ხელფასების 35%-მდე ზრდა.
სუს-ის დამსახურებული, მრავალშვილიანი და უბინაო 70 თანამშრომლისთვის ახალი საცხოვრებელი ბინების გადაცემა.
სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის შექმნა.
ხუთასზე მეტი ახალი თანამშრომლის მიღება.
რამდენიმე ქვეყნის სპესამსახურების (მათ შორის აშშ-ს) პირველ პირებთან შეხვედრა და ურთიერთობის დალაგება.
ცრუ შეტყობინებების, ასაფეთქებელი და რადიაქტიული ნივთიერებების ქვეყანაში შემოტანის და მსგავსი კატეგორიის ათობით დანაშაულის გახსნა.
პირველად საქართველოს დაზვერვის ისტორიაში - დაზვერვის სტრატეგიის შემუშავება კონკრეტული მიმართულებების მიხედვით.
ტერორისტული ორგანიზაციის წევრი და ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირზე მყოფი პირების დაკავება.
ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაკავებული 45 უკანონო პატიმრის გათავისუფლება.
გენერლობა.
„ნაცები“ გუშინდელ დღემდე აქედან მხოლოდ გენერლობას იმჩნევდნენ, გუშინ კი უმეცრების რეკორდი მოხსნეს უწყებისა და ახალი, კიდევ უფრო საპასუხისმგებლო თანამდებობრივი სტატუსის ვერგარჩევით…
მოკლედ, არ გამოვა ძირითადი და ფაქტობრივი თემებიდან ყურადღების გადატანა!
მთავარი წარმატებები წინაა!“- აღნიშნავს ალექსანდრე ტაბატაძე.