რეზონანსი
28.04.2026

ევროკავშირის ელჩის საგარეო უწყებაში დაბარებას პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გამოეხმაურა. დავით მათიკაშვილის განცხადებით, პაველ ჰერჩინსკის განცხადებებით ჩანს, რომ მას საგარეო უწყების ხელმძღვანელისთვის არაფერი აქვს სათქმელი.

"ჩვენ ვისმენთ ევროკავშირის ელჩისგან, რომ თურმე ქართველები არ დაჰყვებიან იმ შეხედულებებს, მითითებებს, რომელიც ბრიუსელიდან ისმის.

რა უნდა აეხსნა ჰერჩინსკის საგარეო უწყების ხელმძღვანელისთვის, საინტერესოა. კომენტარებში ჩანს კიდეც, რომ მას სათქმელი არაფერი ჰქონდა. ისევ იმ ნარატივს მიყვება, რა ნარატივიც ევრო სკეპტიციზმის გამაღვივებელი და გამაღრმავებელია საზოგადოებაში", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×