რეზონანსი
27.04.2026

უმარტივესად მისახვედრი სუბორდინაციაა და ეს აგენტურული ოპოზიცია ვითომ ვერ ხვდება, რომ არა სამინისტრო, არამედ იქმნება სპეციალური თანამდებობა - სახელმწიფო მინისტრი - ვიცე-პრემიერი, რომელიც უხელმძღვანელებს და კოორდინაციას გაუწევს ყველა სამართალდამცავ უწყებას, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, ოპოზიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ სადაც ნათქვამია, რომ „მდინარაძის უწყებას საკუთარი შენობა, აპარატი და ბიუჯეტი არ ექნება".  

ქართველიშვილის თქმით, მდინარაძის უწყების ქვემოთ მენეჯმენტს, მთავრობის მთლიანი ადმინისტრაცია და თავად სამართალდამცველები განახორციელებენ და არა თორმეტკაციანი აპარატი.

„უმარტივესად მისახვედრი სუბორდინაციაა და ეს აგენტურული ოპოზიცია ვითომ ვერ ხვდება, რომ არა სამინისტრო, არამედ იქმნება სპეციალური თანამდებობა - სახელმწიფო მინისტრი - ვიცე-პრემიერი, რომელიც უხელმძღვანელებს და კოორდინაციას გაუწევს ყველა სამართალდამცავ უწყებას. შესაბამისად, მის ქვემოთ მენეჯმენტს მთავრობის მთლიანი ადმინისტრაცია და თავად სამართალდამცველები განახორციელებენ და არა რაღაც თორმეტკაციანი აპარატი. 

ეს ძალითგახარებული გახარიები განსაკუთრებული ჩლუნგები არიან, აი დაახლოებით მერაბ მეტრეველის დონის“, - წერს ქართველიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×