რეზონანსი
27.04.2026

მიხეილ სააკაშვილი არის ერთ-ერთი მთავარი ოპოზიციური ლიდერი, მთავარი მეტოქე ბიძინა ივანიშვილის. ვინმე თუ აპირებს ანტიმიშას თამაშს, დამიჯერეთ, ეს არის ლუზერობის ფორმულა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა.

ლაშა ფარულავას თქმით, დარწმუნებულია, ყველა ოპოზიციური აქტორი ხვდება, რა არის მთავარი პრობლემა.

„დარწმუნებული ვარ, როგორც ალიანსში, ისე მის გარეთ, ყველა ოპოზიციური აქტორი ხვდება, იაზრებს, რომ მთავარი პრობლემაა არა ცენზურა, არა მიხეილ სააკაშვილი, არა ვინმე, არამედ ბიძინა ივანიშვილი და შემოგვიერთდებიან, რომ მიხეილ სააკაშვილთან ერთად გავაგრძელოთ ბრძოლა ივანიშვილის წინააღმდეგ“, – განაცხადა ლაშა ფარულავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×