რეზონანსი
27.04.2026

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში გაზაფხულისთვის უჩვეულო ცივი ამინდის შესახებ წერს. 

„გაზაფხულის ცივი სუნთქვა საქართველოში... მიმდინარე წლის გაზაფხულის ორი თვე საქართველოში თითქოსდა ზამთრის ჩრდილს ატარებდა. ტემპერატურა ნორმაზე დაბალი და მასთან ახლოს იყო, თითქოს ბუნება გვახსენებდა, რომ მისი რიტმი ყოველთვის ერთფეროვანი არ არის. ყველა რეგიონში ხშირი იყო ცივი ჰაერის გავრცელება, რომლის გავლენითაც ნალექები ხშირი და არათანაბრად გადანაწილებული იყო. 

ასეთი სეზონური გადახრები საქართველოში ფიქსირდება, მაგრამ იშვიათად. ეს გაზაფხული თითქოსდა გამონაკლისი იყო, ბუნების ციკლური სიურპრიზი, რომელიც გვახსენებს, რომ კლიმატი ცოცხალი ორგანიზმივით იცვლება და გვაოცებს... 

გაზაფხულის მესამე თვე წინ არის, თუმცა მნიშვნელოვან დათბობას ჯერჯერობით არ ველოდებით, მაგრამ რაც არ უნდა მაღალი ტემპერატურები დაფიქსირდეს მაისში - 2026 წლის გაზაფხული ვფიქრობ მაინც ცივად დარჩება სტატისტიკურ მონაცემებს...“ - წერს მეტეოროლოგი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×