
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა არ გამორიცხავს, რომ ოპოზიციურ ალიანსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ენმ-ის პოლიტიკურმა საბჭომ მსჯელობის შემდეგ მიიღოს.
ბოკუჩავამ "პირველების" ეთერში განაცხადა, რომ აპირებს, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარესთან, პატიმრობაში მყოფ ლევან ხაბეიშვილთან კომუნიკაცია დაამყაროს და პოლიტისაბჭოს მოწმევის საკითხი დააყენოს.
მიუხედავად იმისა, რომ განუზომლად დიდია პრეზიდენტ სააკაშვილის წონა და როლი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყველა გადაწყვეტილებაში და ასეი იყო მათ შორის, მისი წონა და როლი ალიანსში შესვლასთან დაკავშირებით. ამ პარტიას ჰყავს პოლიტიკური საბჭო, რომელიც არის წარმომადგენლობითი ორგანო. ეროვნულ დონეზე და კონსტიტუციური მოწყობის ფარგლებში რომ წარმოვიდგინოთ, ეს არის რეალურად პარტიის პარლამენტი იმ თვალსაზრისით, რომ ეს არის მრავალრიცხოვანი და პირდაპირ დემოკრატიული წესით - ყრილობის მიერ არჩეული პოლიტიკური საბჭო, რომელშიც 200-ზე მეტი ადამიანია.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ჩვენი პარტიის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე რეჟიმმა, მას შემდეგ რაც უმოწყალოდ სცემა და აწამა [...]საუბარი მაქვს ლევან ხაბეიშვილზე, რომელიც დღეს-დღეობით ტყვეა, ამიტომ გართულებულია მასთან კომუნიკაცია, მას წერილების გამოგზავნის უფლებასაც არ აძლევენ, თუმცა მე ვაპირებ, რომ მასთან მქონდეს კომუნიკაცია, როგორც პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარესთან, იმასთან დაკავშირებით, რომ მოვიწვიოთ პოლიტიკური საბჭო და აღნიშნული საკითხი გავიაროთ პოლიტიკურ საბჭოზე და პოლიტიკურმა საბჭომ, მთავარმა გადაწყვეტილების მიმღებმა ორგანომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სახელით მიიღოს ალიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება"- თქვა ბოკუჩავამ.
"ნაციონალური მოძრაობის" მიერ ოპოზიციური ალიანსიდან შესაძლო გასვლის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ოპოზიციის მუშაობა გააკრიტიკა.
"2024 წელს ერთმა არცთუ უნიჭო და ენერგიულმა პოლიტიკოსმა, რომელიც სულ ცდილობდა ახალი მიშა გამხდარიყო, ოღონდ მიშას დაგმობის ხარჯზე, ძალიან ბევრი იარა რეგიონებში ამ ლოზუნგით და თითქმის ვერაფერს ვერ მიაღწია და ეს უნდა იყოს გაკვეთილი" - დაწერა 18 აპრილს მიხეილ სააკაშვილმა.
განცხადებიდან ორ დღეში, 20 აპრილს ოპოზიციის ალიანსის სახელით გაცრცელდა განცხადება, სადაც ეწერა რომ "არცერთ პარტიას არ აქვს უფლება, თავი გამოაცხადოს ოპოზიციის ან საპროტესტო მოძრაობის ერთადერთ წარმომადგენლად ან ერთპარტიულ თუ ერთპიროვნულ ლიდერად".
მიხეილ სააკაშვილმა მოგვიანებით კიდევ რამდენიმე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ალიანსში შემავალ პოლიტიკოსებს ინდივიდუალურადაც მიმართა. მან აღნიშნა, რომ არც დემარშს აპირებს და არც საკუთარი პოზიციის გამოხატვას შეზღუდავს.