
40 დღე პატრიარქის გარდაცვალებიდან - სიონის საპატრიარქო ტაძარში დილიდან ხალხმრავლობაა. პატრიარქ ილია მეორის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი, მღვდელმთავრებთან და სხვა სასულიერო პირებთან ერთად საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე - მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა აღავლინა.
დეკანოზი, ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესიის წინამძღვარი მამა შალვა (კეკელია) აცხადებს, რომ დღევანდელი დღე არის ძალიან სამწუხარო, ასევე დიდი სიხარულის დღეა, რადგან დღეს მისი უწმინდესობა, მარადიულ სიხარულში წარდგა ღმერთთან
"დღევანდელი დღე არის ძალიან სამწუხარო, ასევე დიდი სიხარულის დღეა, სიხარულის იმიტომ, რომ დღეს მისი უწმინდესობა, მარადიულ სიხარულში წარდგა ღმერთთან და იმ საოცარ წიაღში, სადაც მარადიული სიხარულია. ყველა ქრისტიანი იმას ოცნებობს, რომ მისი ცხოვრება ისე წავიდეს, რომ ღმერთთან დამკვიდრდეს. დღეს გამომშვიდობების დღე იყო. ამ წირვაზე თან დავემშვიდობეთ უწმინდესს ამქვეყნიურად, თან ვიცით რომ მარადიულ სიხარულშია პატრიარქი და იქიდან შეგვეწევა და დაგვეხმარება,"- აცხადებს მამა შალვა (კეკელია).