
სიონის საპატრიარქო ტაძარში წირვას საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე ესწრებიან. ასევე, ადგილზე იმყოფებიან პარლამენტის სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებიც.
დღეს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა.
სიონის ტაძარში, პატრიარქის ხსოვნისადმი პატივის მისაგებად, ამ ორმოცი დღის განმავლობაში მოქალაქეები ყოველდღიურად, უწყვეტ ნაკადად მიდიოდნენ. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) მღვდელმსახურებთან ერთად, დილის 10 საათზე, წირვას აღავლენს, წირვის დასრულების შემდეგ კი პატრიარქის სულის მოსახსენებელ პანაშვიდს გადაიხდის.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში, მისივე სურვილის მიხედვით დაკრძალეს. ახალი პატრიარქი საქართველოს საპატრიარქოს წმინდა სინოდმა პატრიარქის გარდაცვალებიდან არაუგვიანეს 2 თვის განმავლობაში, 16 მაისამდე უნდა აირჩიოს.
28 აპრილს დაგეგმილ სინოდის სხდომაზე სამი მთავარ კანდიდატს გამოარჩევენ, შემდეგ კი, ჩაინიშნება სინოდის სხდომა გაფართოებული შემადგენლობით, სადაც უკვე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალ პატრიარქს აირჩევენ.