რეზონანსი
24.04.2026

"ნაციონალური მოძრაობა" არანაირ დემარშსს, გამოსვლას არ აპირებს" - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ანა წითლიძემ განაცხადა. 

მისი თქმით, პარტიის პოზიცია ძალიან ცხადია - იქნებიან ყველა ბრძოლაში, სადაც იქნება "ნამდვილი ბრძოლა და არ იქნება ურთიერთგარჩევები".

"ნაციონალური მოძრაობა" არანაირ დემარშსს, იქ რაღაცა გამოსვლას, სადმე შესვლას არ აპირებს ნამდვილად. ჩვენი პოზიცია არის ძალიან ცხადი, რომ ჩვენ ყველა ბრძოლაში ვიქნებით, სადაც იქნება ბრძოლა, ნამდვილი ბრძოლა სადაც იქნება და არ იქნება რაღაც ასეთი ურთიერთგარჩევები.

მე რასაც ვხედავ, გულწრფელად რომ გითხრათ და მე დავეთანხმე პრეზიდენტ სააკაშვილს მის ამ ბოლო დღეების სტატუსებს, თუმცა მგონია, რომ ბევრად ადრე... უბრალოდ მიშა არის, ყველა იმ ადამიანისთვის ვინც მას იცნობს, არის ძალიან მიმტევებელი ადამიანი, თორემ მას ბევრად ადრე უნდა ეთქვა სიმართლე, მათ შორის იმ ადამიანებზე, ვინც პერსონალურად ის დააზიანეს, მათ შორის 2024 წლის გარჩევებზე. ბევრ ვიღაცას ვგულისხმობ, არ დავაკონკრეტებ ახლა, მაგრამ ბევრ ადამიანს ვგულისხმობ. ბევრად ადრე უნდა ეთქვა ეგ სიმართლე, მაგრამ მისი პოზიცია ყოველთვის არის ის, რომ ახლა რაღაც ამ გარჩევებზე ბევრად მნიშვნელოვანი არის საერთო საქმე და არის ის, რომ ეს ქვეყანა გადარჩეს. სულ ასე უყურებდა პროცესებს, ახლაც ასე უყურებს," - განაცხადა ანა წითლიძემ.  

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×