რეზონანსი
24.04.2026

"იაფფასიანი პროპაგანდა, რომელიც აღარ მუშაობს", - ასე აფასებს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი დელფოსში მაკა ბოჭორიშვილის მარტა კოსტან შეხვედრას. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა "ევროსკოპთან" ინტერვიუში ისაუბრა.

მისი თქმით, მსგავსი ქმედებები წინააღმდეგობაში მოდის "ოცნების" ხელისუფლების საჯარო განცხადებებთან და რეალურ პოლიტიკურ კურსთან.

ზურაბიშვილის შეფასებით, ევროკავშირის წარმომადგენლებთან შემთხვევითი ან ფორმალური კონტაქტების დემონსტრირება ვერ შეცვლის იმ დამოკიდებულებას, რომელსაც, მისი თქმით, მმართველი გუნდი დასავლელი პარტნიორების მიმართ გამოხატავს.

"ეს არის ის უნიჭო პროპაგანდა, რომელიც გრძელდება. ხან ვენსთან სადღაც დერეფანშ ხელის ჩამორთმევა, ახლა კოსთან. გუშინ და დღეს ლანძღავენ ევროკავშირს და მის წარმომადგენელს. შენ თუ  გაქვს ეს განწყობდა და დამოკიდებულება ევროკავშირის ლიდერების მიმართ, რატომ აწონებ თავს შენს მოსახლეობას იმით, რომ ხელი ჩამოართვი? ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ყველა დასავლეთის ლიდერი, ეროკავშირი იქნება თუ ამერიკა, თუ მიხვედი მათთან, ჩამოგართმევს ხელს, მაგრამ ამის გამოყენება შეიძლება და კარგია, თუ ამას მოჰყვება იგივე დამოკიდებულება, რომ შენ ნამდვილად გინდა ამ ადამიანებთან, პარტნიორებთან ის ურთიერთობა, რომელიც აისახება სწორედ ხელის ჩამორთმევაში და შენ თუ ამას უყურებ როგორც მხოლოდ სურათის მასალას და ამავე დროს გგონია, რომ შეგიძლია გააგრძელო ლანძღვა-გინება და შენი პრორუსული პოლიტიკის გაგრძელება, ეს არის მხოლოდ ერთი რამ, ეს არის შენი მოსახლეობის მოტყუება ამ იაფფასიანი პროპაგანდით, რომელიც აღარ მუშაობს, - ამბობს სალომე ზურაბიშვილი. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×