რეზონანსი
24.04.2026

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ ევროკავშირში უკრაინის „დაუყოვნებლივი გაწევრიანების“ პერსპექტივა არ არსებობს, თუმცა წამოაყენა წინადადება, რომ კიევი ბლოკის წევრთა შეხვედრებს ხმის უფლების გარეშე დაესწროს.

„ყველასთვის ნათელია, რომ უკრაინის დაუყოვნებლივი გაწევრიანება ევროკავშირში, რა თქმა უნდა, შეუძლებელია“, - განაცხადა მერცმა კვიპროსში გამართული ევროკავშირის სამიტის შემდეგ, რომელსაც უკრაინის ლიდერი, ვოლოდიმირ ზელენსკიც ესწრებოდა.

„მე ასევე მსურს ხელი შევუწყო ევროპულ ინსტიტუტებში უფრო მჭიდრო ინტეგრაციას, მაგალითად, ევროპულ საბჭოებში მონაწილეობის გზით, თუმცა ხმის უფლების გარეშე“, - დასძინა მერცმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×