
სააკაშვილს აუმხედრდნენ თავისივე გამოზრდილი მიშისტები, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა. დეპუტატი გამოეხმაურა ოპოზიციურ ალიანსში არსებულ დაპირისპირებას.
„ამას იმიტომ აკეთებენ, რომ იციან, თუ როგორი დაზიანებულია სააკაშვილის იმიჯი, როგორც პოლიტიკოსის, თუმცა იმას ვერ აცნობიერებენ, რომ თავადაც ზუსტად ისე არიან დაზიანებულები, როგორც სააკაშვილი, ვინაიდან ყველა აქტორი მონაწილე იყო ტოტალიტარული რეჟიმის და მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში არ არიან, ეწევიან ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მავნებლურ საქმიანობას“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.
ოპოზიციურ ალიანსში კვლავ განხეთქილებაა - ამჯერად საქმე გაერთიანებაში „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფნა-არყოფნას ეხება. ალიანსის ლიდერებს პატიმარი სააკაშვილის წერილები აწუხებთ, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ალიანსის სხვა წევრების მხრიდან მათი ლიდერის პატივისცემა.