რეზონანსი
24.04.2026

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებით, შესაძლოა, პეტერ მადიარმა ევროპელი პოლიტიკოსები გარკვეულწილად იმედგაცრუებული დატოვოს, რადგან უნგრეთის პოზიცია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მიგრაცია, კლიმატის დაცვა, რელიგიური და ეროვნული ღირებულებები, მნიშვნელოვნად არ შეიცვლება.

ტუსკის თქმით, მის ზოგიერთ კოლეგას მცდარი წარმოდგენა აქვს უნგრეთის არჩევნებთან მიმართებით, რომელიც უკიდურეს მემარჯვენეებსა და პროგრესულ მხარეს შორის დაპირისპირებად მიაჩნდათ.

"ჩემს ზოგიერთ კოლეგას შესაძლოა, მცდარი წარმოდგენა ჰქონდეს, რომ უნგრეთის არჩევნები უკიდურეს მემარჯვენეებსა და პროგრესულ მხარეს შორის დაპირისპირება იყო. პეტერ მადიარმა შესაძლოა გარკვეულ საკითხებში ევროპელი პოლიტიკოსები იმედგაცრუებული დატოვოს, რადგან ორბანის შემდეგ, უნგრეთის პოზიცია მიგრაციის, კლიმატის დაცვის ან რელიგიური და ეროვნული ღირებულებების სფეროებში დიდად არ შეიცვლება," - აცხადებს დონალდ ტუსკი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×