რეზონანსი
23.04.2026

 მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, ძალიან მნიშვნელოვანია ამ ფორუმში მონაწილეობა - ამის შესახებ, საქართველოს ელჩმა საბერძნეთში ლევან ბერიძემ, "დელფოსის ეკონომიკურ ფორუმზე" საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ფორუმზე იქნება შესაძლებლობა, მონაწილეებმა საქართველო და მისი პოტენციალი უკეთ გაიცნონ:

"მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, ძალიან მნიშვნელოვანია ამ ფორუმში მონაწილეობა. ყველა ის საკითხი, რომელიც დღეს რელევანტურია იქნება განხილული რამდენიმე დღის განმავლობაში. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ფორუმზე მონაწილეებთან გვექნება შესაძლებლობა განვიხილოთ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაფართოება. გავაცნოთ დამსწრეებს საქართველო და ის პოტენციალი, რაც ქვეყანაში არსებობს,"- აცხადებს ლევან ბერიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×