რეზონანსი
23.04.2026

 და­ნი­ის დე­და­ქა­ლა­ქის მახ­ლობ­ლად, ორი სამ­გზავ­რო მა­ტა­რებ­ლის შე­ჯა­ხე­ბის შე­დე­გად 18 ადა­მი­ა­ნი და­შავ­და, მათ­გან 5 კრი­ტი­კუ­ლად მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა.

ავა­რია კო­პე­ნ­ჰა­გე­ნი­დან ჩრდი­ლო­ე­თით, და­ახ­ლო­ე­ბით 40 კი­ლო­მეტრში, ქა­ლაქ ჰი­ლე­როდ­თან ახ­ლოს, ტყი­ან მა­სივ­ში მდე­ბა­რე სარ­კი­ნიგ­ზო გა­და­სას­ვლელ­თან მოხ­და.

შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან გა­და­ღე­ბულ კად­რებ­ში კარ­გად ჩანს და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ყვი­თე­ლი და ნაც­რის­ფე­რი ლო­კო­მო­ტი­ვე­ბი, ჩამ­სხვრე­უ­ლი სა­ქა­რე მი­ნე­ბი და დე­ფორ­მი­რე­ბუ­ლი ვა­გო­ნე­ბი. თუმ­ცა თა­ვად მა­ტა­რებ­ლე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბე­ბი ლი­ან­და­გი­დან არ გა­და­სუ­ლან.

პო­ლი­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, შე­ჯა­ხე­ბის მო­მენ­ტში მა­ტა­რებ­ლებ­ში სულ 37 მგზავ­რი იმ­ყო­ფე­ბო­და.

კა­ტას­ტრო­ფის გა­მომ­წვევ მი­ზე­ზებ­ზე ზუს­ტი ინ­ფორ­მა­ცია ჯერ­ჯე­რო­ბით არ არ­სე­ბობს, თუმ­ცა მთა­ვა­რი ვერ­სი­ად "ადა­მი­ა­ნურ ფაქ­ტო­რი" გა­ნი­ხი­ლე­ბა.

გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბის ვა­რა­უ­დით შე­საძ­ლოა თა­ვად მე­მან­ქა­ნემ ვერ შე­ამ­ჩნია ამ­კრძა­ლა­ვი (წი­თე­ლი) შუქ­ნი­შა­ნი ან სად­გუ­რის მო­რი­გემ, რო­მე­ლიც სიგ­ნა­ლი­ზა­ცი­ა­ზეა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი, მა­ტა­რე­ბელს შეც­დო­მით "მწვა­ნე შუქი" მის­ცა.

ექ­სპერ­ტის გან­მარ­ტე­ბით, ამ კონ­კრე­ტულ მო­ნაკ­ვეთ­ზე კვლავ მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი სა­სიგ­ნა­ლო სის­ტე­მა გა­მო­ი­ყე­ნე­ბა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×