რეზონანსი
23.04.2026

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, საზღვაო ძალებს ბრძანება მისცა, რომ ცეცხლი გაუხსნან ნებისმიერ გემს, რომელიც ჰორმუზის სრუტეში ნაღმების განლაგებაში მონაწილეობს.

„მე ბრძანება მივეცი შეერთებული შტატების საზღვაო ძალებს, გაანადგურონ ნებისმიერი გემი, თუნდაც მცირე ზომის, რომელიც ჰორმუზის სრუტის წყლებში ნაღმებს დებს. (მათი სამხედრო გემები, 159-ვე, ზღვის ფსკერზეა!). ყოყმანი დაუშვებელია“, – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.

აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამჟამად გამნაღმველი გემები სრუტეს ასუფთავებენ, თუმცა, მისივე თქმით, პროცესის უფრო მეტი ინტენსივობით გაგრძელების ბრძანება გასცა.

„ჩვენი გამნაღმველი გემები ამჟამად სრუტეს ასუფთავებენ.  მე ვბრძანებ, რომ ეს საქმიანობა გაგრძელდეს, მაგრამ სამმაგი ინტენსივობით!“, – აღნიშნა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×