
თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულმა ირაკლი ნადირაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, მამუკა მდინარაძის გუშინდელ განცხადებაზე ისაუბრა. მისი თქმით, მას გული დასწყდა, რომ სასამართლო იმ ეტაპზე არაა, სადაც მდინარაძის განცხადებას მტკიცებულებად გამოიყენებდნენ, რადგან მან "ფაქტობრივად, რასაც აქამდე ვსაუბრობდით ჩვენ, ბრალდებულები და ჩვენი ადვოკატები ერთ-ერთში დაადასტურა".
"გუშინ ვუსმინეთ ყველამ "იმედზე" მდინარაძის გამოსვლას და ცოტა გული დამწყდა, რომ იმ ეტაპზე არ ვართ, სადაც შეიძლებოდა, რომ [მისი] სატელევიზიო გამოსვლა, როგორც საწყისი მტკიცებულება ისე გამოგვეყენებინა იმიტომ, რომ ფაქტობრივად, რასაც აქამდე ვსაუბრობდით ჩვენ, ბრალდებულები და ჩვენი ადვოკატები ერთ-ერთში დაადასტურა ადამიანმა ყველაფერი," - თქვა ირაკლი ნადირაძემ.
"როდესაც ძირს დაგდებულ ახალგაზრდა მამაკაცს სახეში წიხლით სცემს სამართალდამცველი, როდესაც ჟურნალისტს, ვინც არ უნდა იყოს, ასეთების პრევენცია განუხრელად მოხდება და წარსულითაც შეიძლება დავინტერესდე" - განაცხადა მდინარაძემ.