რეზონანსი
21.04.2026

ოპოზიციური მოძრაობა "ნაბიჯის" დამფუძნებელი, ლუკა ჭოხონელიძე, მის მიმართ წაყენებულ ბრალდებას გაუპატიურებასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში პასუხობს და აცხადებს, რომ არავის მოსცემს საკუთარი ღირსების შებღალვის უფლებას.

ჭოხონელიძის თქმით, სიმართლის დადგენა პირველ რიგში, მის ინტერესშია, ხოლო, სიმართლის დასადგენი გზებიდან ნებისმიერზე თანახმაა.

"პირველ რიგში, არავის მივცემ უფლებას შებღალოს ჩემი ღირსება და გააკეთოს ეს იმ გზით, რითიც აკეთებს

ახლახანს ვესაუბრე რუსთავი2-ს, როგორი საოცარი დამთხვევაა, ამ მიმართულებით მეტ კომენტარს არ გავაკეთებ

ერთადერთი რისი თქმაც შემიძლია და მინდა მკაფიოდ არის ის, რომ სიმართლის დადგენა (უფრო გასაჯაროვება) პირველ რიგში ჩემს ინტერესშია

სიმართლის დასადგენი გზებიდან ნებისმიერზე ვარ თანახმა - სასამართლოზე, პროკურატურაზე და ასე შემდეგ

ნ ე ბ ი ს მ ი ე რ ზ ე

ამ თემაზე ჭორის დონეზე საუბარი, პირველ რიგში, მათ აზიანებს, ვინც მართლა წაწყდომია და აწყდება ამ ამორალურ საქციელს

სხვა მხვრივ კი, რაც მეტად მანაღვლებს ეს ჩემთვის ძვირფასი ადამიანების აზრია," - წერს ლუკა ჭოხონელიძე.

ცნობისთვის, ოპოზიციონერმა აქტივისტმა ალბი კორძაიამ, ჭოხონელიძე გოგონას გაუპატიურებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ გაუპატიურების მსხვერპლს საჯაროდ გამოჩენა არ უნდა. მოგვიანებით, კორძაიამ აღნიშული პოსტი წაშალა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×