
ესპანეთის სამეფოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციის წევრები ესპანეთის დეპუტატთა კონგრესისა და სენატის ევროკავშირის შერეული კომიტეტის პრეზიდენტს, ალბერტო ფაბრა პარტს და კომიტეტის წევრებს შეხვდნენ.
განიხილეს ოკუპაციის შედეგები, ომებზე, რომელიც ჩვენს რეგიონშია, საქართველოს როლი და ასევე შუა დერეფნის მნიშვნელობა, ასევე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები.
„საუბარი ასევე გვქონდა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზეც, მათ შორის იმ პრობლემატიკაზე, რომელიც დღეს არსებობს ჩვენ ურთიერთობაში. ჩვენ მივაწოდეთ ჩვენი ხედვა, თუ როგორ შეიძლება ამ რთული სიტუაციიდან გამოვიდეთ.
შევთანხმდით იმაზე, რომ დღევანდელი ვითარება არც ევროკავშირისთვის და არც საქართველოსთვის ხელსაყრელი არ არის და აქედან გამომდინარე დიალოგის რეჟიმში უნდა გადავიდეს ეს ურთიერთობები იმისთვის, რომ ჩვენც მივაღწიოთ ჩვენს მიზანს, რომელიც გვაქვს დასახული და ასევე ევროკავშირსაც, რომელსაც საქართველო პოტენციურად მომავალ წევრად ჰყავს მოაზრებული, ამ პროცესში ხელი შეგვიწყოს“, - აცხადებს საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძე