რეზონანსი
21.04.2026

საქართველო არ აჩვენებს დემოკრატიული უკუსვლის შემობრუნების ნიშნებს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მინისტრებს ცხადი მესიჯი ჰქონდათ, რომ საქართველომ უნდა შეცვალოს კურსი.

„საქართველო არ აჩვენებს დემოკრატიული უკუსვლის შემობრუნების ნიშნებს. მინისტრებს ცხადი მესიჯი ჰქონდათ, რომ საქართველომ უნდა შეცვალოს კურსი და,  რა თქმა უნდა, ადამიანის უფლებებზე გულწრფელი და ნამდვილი დიალოგში ჩართულობა იქნებოდა იმის მაჩვენებელი, რომ მათ მთავრობას კურსის შეცვლა სურს", - განაცხადა კალასმა.

კალასმა ასევე აღნიშნა, რომ მინისტრები სომხეთში ივნისის საპარლამენტო არჩევნებამდე ევროკავშირის სამოქალაქო მისიის გაგზავნაზე შეთანხმდნენ, რომელიც „გააძლიერებს ქვეყნის მდგრადობას მასიური სადეზინფორმაციო კამპანიებისა და კიბერთავდასხმების წინააღმდეგ".

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი მნიშვნელოვან პარტნიორად რჩება ენერგეტიკისა და დაკავშირებადობის საკითხებში და აღნიშნა, რომ „გვსურს ჩვენი კავშირების გაღრმავება და მალე გავაგრძელებთ ორმხრივი თანამშრომლობის ახალ შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×