რეზონანსი
21.04.2026

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო უსაფრთხოების გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა. შესაბამის განკარგულებას პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მოაწერა ხელი.

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილების და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 73 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად:

ა) მოწონებულ იქნეს საქართველოს პრეზიდენტის 2026 წლის 20 აპრილის N20/04/01 განკარგულება „მამუკა მდინარაძისთვის სახელმწიფო უსაფრთხოების გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდების მინიჭების შესახებ“;

ბ) განხორციელდეს ამ განკარგულების „ა“ ქვეპუნქტში მითითებული საქართველოს პრეზიდენტის თანახელმოწერა“, - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განკარგულებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×