რეზონანსი
20.04.2026

ვულოცავ ბატონ რუმენ რადევს და მის გუნდს ბულგარეთის არჩევნებში გამარჯვებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში წერს.

მისი განცხადებით, საქართველო მოუთმენლად ელის ბულგარეთთან მეგობრობის განმტკიცებას და პარტნიორობის გაღრმავებას.

„ვუსურვებ წარმატებებს ქვეყნის წინსვლისა და ბულგარელი ხალხის უწყვეტი პროგრესისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის საქმეში. საქართველო მოუთმენლად ელის ჩვენი დიდი ხნის მეგობრობის შემდგომ განმტკიცებას და ჩვენი ძლიერი პარტნიორობის გაღრმავებას“, - წერს საქართველოს პრემიერი.

ცნობისთვის, წინასწარი ოფიციალური შედეგების თანახმად, ბულგარეთის არჩევნებში ყოფილი პრეზიდენტი, რუმენ რადევი ლიდერობს. ბიულეტენების 91.7%-ის დათვლის შემდეგ, რადევის პარტიამ „პროგრესული ბულგარეთი“ ხმების 44.7% მიიღო, მეორე ადგილზეა კოალიცია „ჩვენ ვაგრძელებთ ცვლილებებს - დემოკრატიული ბულგარეთი“ - ხმების 13.2%-ით, მესამეზე კი - ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბოიკო ბორისოვის პარტია GERB-ი - 13,4%-ით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×