რეზონანსი
20.04.2026

მალ­ხაზ ჯი­ნო­რია ბერი ნი­კო­ლოზ (ნა­რი­მა­ნის) მა­ქა­რაშ­ვი­ლის მე­გო­ბა­რი და სუ­ლი­ე­რი შვი­ლია. ეს ის ადა­მი­ა­ნია, ვინც ბერს ექი­მი მი­უყ­ვა­ნა, მის ბი­ნას­თან მო­და­რა­ჯე აგ­რე­სი­ულ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა კი ორი­ვეს იქა­უ­რო­ბა და­ა­ტო­ვე­ბი­ნეს შე­ძა­ხი­ლე­ბით: "ღმერ­თს რად უნდა მკურ­ნა­ლო­ბა, იქით უმ­კურ­ნა­ლებს ექიმს!" ჯი­ნო­რია მე­გობ­რის ამ­ბის გა­სა­გე­ბად მე­ო­რედ გუ­შინ მი­ვი­და და ვი­ნა­ი­დან მისი ვერა გა­ი­გო რა, ბი­ნის მე­პატ­რო­ნეს­თან ერ­თად სა­მაშ­ვე­ლოს და პატ­რუ­ლის გა­მო­ძა­ხე­ბა გა­და­წყვი­ტა. ად­გილ­ზე შე­სუ­ლებს სკამ­ზე სა­მუ­და­მოდ მი­ძი­ნე­ბუ­ლი ბერი დახ­ვდათ...

მალ­ხაზ ჯი­ნო­რიამ "ამბებს" უცნობი დეტალები მოუყვა:

"ბერი ნი­კო­ლო­ზი ძა­ლი­ან მენ­დო­ბო­და, ფაქ­ტობ­რი­ვად, მისი ოჯა­ხის წევ­რი ვი­ყა­ვი. რამ­დენ­ჯე­რაც მივ­სულ­ვარ, ყო­ველ­თვის მი­ღებ­და კარს, ამათ - არა, ეს არის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი სექ­ტა, ბერს ხან ღმერ­თს უძახ­დნენ, ხან - რას... მე და მამა ნი­კო­ლოზს სხვა სა­უბ­რე­ბი გვქონ­და, ის ბოლო ხა­ნებ­ში არ ლა­პა­რა­კობ­და და მი­წერ­და - ესე­ნი არ არი­ან კარ­გად, ეს სექ­ტა­აო. ვე­უბ­ნე­ბო­დი, მა­შინ გა­უშ­ვი, რა­ტომ არ უშ­ვებ-მეთ­ქი და და­მა­ცა­დე, ამათ მე მო­ვუვ­ლი, ნა­ხავ, ბო­ლოს რას ვუ­ზა­მო. ეტყო­ბა, ახლა რაც მოხ­და, ამით გა­ფან­ტა ეს შე­პყრო­ბი­ლე­ბი. ესე­ნი არი­ან მკვლე­ლე­ბი, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ექი­მი არ შე­უშ­ვა ადა­მი­ან­თან? ად­გილ­ზე როცა მი­ვე­დი ექიმ­თან ერ­თად, მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, ღმერ­თს ექი­მი და ნემ­სი რად უნდა, იქით უმ­კურ­ნა­ლებს, არ გა­ა­კა­რო ექი­მიო.

მამა ნი­კო­ლო­ზი მიყ­ვარ­და რო­გორც მო­ძღვა­რი, თო­რემ არას­დროს გა­მიღ­მერ­თე­ბია, თუ რამე ჭირ­დე­ბო­და, მივ­დი­ო­დი და ადა­მი­ა­ნუ­რად ვეხ­მა­რე­ბო­დი. თვე­ში ერთხელ ზუგ­დი­დი­დან თბი­ლის­ში ჩა­მო­დი­ო­და ჩემი ნა­თე­სა­ვი, და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში წამ­ყვა­ნი კარ­დი­ო­ქი­რურ­გი შოთა ქარ­ჩა­ვა. მამა ნი­კო­ლო­ზი მას პა­ტივს სცემ­და, ექიმს მის­გან კურ­თხე­ვა ჰქონ­და და ნა­ხუ­ლობ­და. მამა ნი­კო­ლოზ­თან თვე­ში ერთხელ მივ­დი­ო­დით მე და შოთა.

ფე­ხე­ბი ჰქონ­და და­სი­ე­ბუ­ლი, 3-4 და­ა­ვა­დე­ბა ჰქონ­და, შოთა მას მკურ­ნა­ლობ­და და 2 კვი­რა­ში ფეხ­ზე აყე­ნებ­და ხოლ­მე. მერე გუ­ლის პრობ­ლე­მაც და­ერ­თო, ექიმ­მა შეს­თა­ვა­ზა, ჩემ­თან წა­გიყ­ვან სა­ა­ვად­მყო­ფო­ში და გიმ­კურ­ნა­ლე­ბო. ბერი არ გაჰ­ყვა, - კარ­გი, მაგ­რამ ჯერ არა, ვნა­ხო­თო. ადრე ვუ­თხა­რი, ამ ხალ­ხს რა­ტომ არ უშ­ვებ აქე­დან-მეთ­ქია, რა­ზეც მი­პა­სუ­ხა ქრის­ტემ ხომ არ გა­ყა­რა ხალ­ხი და მე რა ვქნა, ცო­დო­ე­ბი არი­ა­ნო. ღმერ­თად გა­ღი­ა­რე­ბენ-მეთ­ქი და - მა­შინ, არ არი­ან კარ­გა­დო. ამ­დე­ნი ავად­მყო­ფი ერ­თად შეკ­რე­ბი­ლი სად გი­ნა­ხავთ? ეტყო­ბა ბერი მათ აკა­ვებ­და, სა­ში­შე­ბი არი­ან, უკონ­ტრო­ლო­ე­ბი, ჯერ რო­გო­რი აგ­რე­სია აქვთ, წყევ­ლა-კრულ­ვა - იცო­ცხლეთ, იცი­ან.

ამ­ჯე­რად 9 აპ­რილს და­ემ­თხვა შო­თას თბი­ლის­ში ჩა­მოს­ვლა (მამა ჰყავს ცუ­დად) და ვუ­თხა­რი, 6 აპ­რი­ლის ვი­დეო ვნა­ხე, მა­მაო ცუ­დად და­დის, კურ­თხე­ვა გაქვს და წა­ვი­დეთ, ვნა­ხოთ-მეთ­ქი. 9 აპ­რილს წა­ვე­დით, დამ­ხვდა 5 ნას­ვა­მი ბიჭი, ლუ­დის სუ­ნად ყარ­დნენ. მათ შე­ნიშ­ვნა მი­ვე­ცი და იქით ამი­შარ­დნენ, ექი­მი რომ მი­ვიყ­ვა­ნე (დიდი ხუთ­შა­ბა­თის სა­ღა­მოა, წი­თე­ლი პა­რას­კე­ბი იწყე­ბო­და), სა­ღა­მოს რა­ტომ მოგ­ყავს, შუ­ა­დღეს მო­გეყ­ვა­ნაო. არა­და, მა­მა­ოს­თან ყო­ველ­თვის სა­ღა­მოს მივ­დი­ო­დით და გვიშ­ვებ­და ხოლ­მე, თვი­თონ ხომ გვე­ტყო­და, არ მოხ­ვი­დე­თო? იქ­ნებ ცუ­დად არის-მეთ­ქი და ის ღმერ­თია, რად უნდა მა­გას ექი­მი, იქით უმ­კურ­ნა­ლებს, მა­მა­ოს ნემ­სი არ სჭირ­დე­ბა, ექი­მი და ნემ­სი არ გა­ა­კა­რო­თო, - მი­პა­სუ­ხეს. და­ვუ­ძა­ხე მამა ნი­კო­ლოზს და ხმა არ გამ­ცა. იქ­ნებ, ცუ­დად არის და უჭირს-მეთ­ქი და მი­თხრეს, არ არის ცუ­დად, ოთახ­ში გადი-გა­მო­დის და პარ­კე­ბის შრა­შუ­ნის ხმა ის­მო­დაო. მე იმა­ში მოვ­ტყუვ­დი, მათ რომ და­ვუ­ჯე­რე. გუ­შინ გა­ვი­გე სი­მარ­თლე, ერ­თმა­ნეთ­ში ლა­პა­რა­კობ­დნენ თურ­მე, ჯი­ნო­რი­ას არ უთხრათ ჩამი-ჩუმი რომ არ ის­მო­და, კარს შე­ან­გრევ­სო. მა­შინ ამი­ტომ არ და­ვუ­ძა­ხე სას­წრა­ფოს და არც პატ­რულს, კაც­მა მი­თხრა, და­დი­ო­დაო.

მე­ო­რედ მა­შინ მი­ვე­დი, როცა ით­ქვა, 5 დღეა, ბე­რის ხმა არ ის­მი­სო, უკვე შევ­შინ­დი და გუ­შინ მი­ვე­დი, სექ­ტას ვუ­თხა­რი, არ მა­ინ­ტე­რე­სებს, თუ ახ­ლაც არ მი­პა­სუ­ხა, ეს კარი უნდა გა­ი­ღოს-მეთ­ქი. მამა ნი­კო­ლოზ­მა ხმა რომ არ გამ­ცა, ბი­ნის პატ­რონ­თან ერ­თად გა­დავ­წყვი­ტეთ და სა­პატ­რუ­ლოს და სა­მაშ­ვე­ლოს გა­მო­ვუ­ძა­ხეთ. ასე შე­ვე­დით ბი­ნა­ში. ასე რომ არ მოვ­ქცე­უ­ლი­ყა­ვით, კი­დევ ვერ გა­ვი­გებ­დით მის ამ­ბავს.

კი­დევ კარ­გი, ვი­დეო ჩა­წე­რეს და მათი სახე გა­მოჩ­ნდა, ეს მათი სამ­ხი­ლია სწო­რედ. მა­მა­ო­მაც თავი გა­და­დო... და­ახ­ლო­ე­ბით 20 წლის წი­ნან­დე­ლი მამა ნი­კო­ლო­ზის ერ­თწუ­თი­ა­ნი აუ­დიო ჩა­ნა­წე­რი მაქვს (სა­ნამ მდუ­მა­რე­ბა­ში გა­და­ვი­დო­და), მე­უბ­ნე­ბა - ჩემი ლა­პა­რა­კი მო­გე­ნატ­რე­ბა, ჩა­წე­რე, ბო­ლოს მე გა­მაღ­მერ­თე­ბე... ერ­თა­დერ­თი უღა­ლა­ტო ღმერ­თია და მე მათ (სექ­ტას) ვუ­ღა­ლა­ტებ, რათა და­ვა­ნა­ხო, ერ­თა­დერ­თი ქრის­ტე რო­მა­აო. მა­შინ ვერა, ამას ახლა მივ­ხვდი, რა მი­თხრა. ჩემ­თვის ბევ­რჯერ უთ­ქვამს მათ­ზე, სექ­ტაა, სექ­ტა­ში ვცხოვ­რობ, მე­ცო­დე­ბა ისი­ნი და მათ თვი­თონ მო­ვუვ­ლიო. ვი­ფიქ­რე, ალ­ბათ გაყ­რის-მეთ­ქი, ვერ მივ­ხვდი, რას გუ­ლის­ხმობ­და. სამ­ჯერ ვთხო­ვე, გა­ყა­რე, ხალ­ხს მო­ვიყ­ვან და მე თვი­თონ გავ­ყრი, რა პრობ­ლე­მაა-მეთ­ქი. მე იცით რას და­ვაკ­ვირ­დი? ეს ხალ­ხი მან ერ­თად შეკ­რი­ბა, ყვე­ლა ერ­თად ჰყავ­და შეყ­რი­ლი, ვისი ნახ­ვაც მო­გინ­დე­ბო­და, მიხ­ვი­დო­დი და ყვე­ლას იქ ნა­ხავ­დი. სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ეს ვერ გა­ი­გო და ბერი გი­ჟად ჩათ­ვა­ლა.

ამათ სა­თა­ვი­სოდ უნ­დო­დათ მამა ნი­კო­ლო­ზი, ერ­თმა სექ­ტან­ტმა ერთხელ ასე უთხრა, ნეტა იმ დროს, თქვენ რომ სვე­ტი­ცხო­ველ­ში დაბ­რძან­დე­ბით და ჩვენ, დაც­ვის ბი­ჭე­ბი ჯი­პე­ბით რომ შე­მო­ვალ­თო. მარ­თლა სა­ცო­და­ო­ბაა... მათ მარ­თლა ეგო­ნათ, მეფე იქ­ნე­ბო­და, თუ პატ­რი­არ­ქი, სა­თა­ვი­სოდ უნ­დო­დათ, ის კი არა, ეფიქ­რათ, რა აწუ­ხებ­და, რა სტკი­ო­და... წარ­მო­იდ­გი­ნეთ, დღე­საც ელო­დე­ბი­ან, რომ ის აღ­დგე­ბა, რა ეშ­ვე­ლე­ბათ, არ ვიცი...

ბოლო დროს მარ­თლა ცუ­დად იყო, ჰქონ­და უკ­მა­რი­სო­ბა, მძი­მედ და­დი­ო­და, სა­ხე­ზეც და­სუს­ტე­ბუ­ლი იყო, საჭ­მელს სა­ერ­თოდ არ იღებ­და, უკვე პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და. ის ექი­მი, რო­მე­ლიც არ შე­უშ­ვეს, ყვე­ლა მის­ვლა­ზე მას ფეხ­ზე აყე­ნებ­და, ნეტა სა­ა­ვად­მყო­ფო­ზე და­თან­ხმე­ბუ­ლი­ყო.

ექი­მებ­მა გუ­შინ თქვეს, მამა ნი­კო­ლო­ზი და­ახ­ლო­ე­ბით ორი დღის გარ­დაც­ვლი­ლი­აო. როცა შე­ვე­დი, გარ­დაც­ვლი­ლი სკამ­ზე დამ­ხვდა, თით­ქოს ეძი­ნა... წარ­მო­იდ­გი­ნეთ, 30 წელი სა­წო­ლი რა არის, არ იცო­და, სულ სკამ­ზე იჯდა და ისე ეძი­ნა", - განაცხადა მალხაზ ჯინორიამ.

წყარო: ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×