
"მამაოსთან იყო მრევლი შესული. მამაოს ჰქონდა პირიდან გადმოსული, რა ჰქვია, არ ვიცი, ძალიან ვნერვიულობ და... საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს მრევლს იმისი, რომ მამაო არის მოკლული. არ გვიშვებენ არავის, ქალებიც, ბავშვებიც ჩამოგვიყვანეს ძალადობით... რას უპირებენ მამაოს და სად უნდათ მისი გადაყვანა, [არ ვიცით]. რეალურად, ყველა სართულზე 6-7 პოლიციელი დგას. ორივე კარი ჩაკეტილი აქვთ და არავის არ უშვებენ შიგნით. ბოლო დროს ცუდად იყო, რომ გამობრძანდა რამდენჯერმე, ცუდად იყო, მაგრამ ის, რომ მამაომ თავი მოიკლა, ეს არის წარმოუდგენელი. ეგეთი რამე არის გამორიცხული. 9 აპრილს რომ გამობრძანდა მამაო, მოპირდაპირე ჩაკეტილ ბინას ორჯერ ჩამოწია კარის სახელური და ასე ხელით ანიშნა, ანუ პირდაპირ მიგვანიშნა მამაომ, რეალურად აქ რაც მოხდებოდა და ათი დღის მერე აგერ კი ვხედავთ აქ რაც მოხდა"- ამბობს ბერ ნიკოლოზის მრევლი მედიასთან საუბრისას
ბერი ნიკოლოზი საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი დღეს იპოვეს. მთავარს ადგილზე მყოფებმა მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ "შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ბინის კარი შეანგრიეს და ის გარდაცვლილი იპოვეს". ამ წუთებში ბინასთან მრევლი და პოლიცია იმყოფება, მოქალაქეები სახლში შესვლას ითხოვენ, თუმცა მათ ამის უფლებას სამართალდამცველები არ აძლევენ.