რეზონანსი
19.04.2026

"ყაზახური Freedom Holding საქართველოში შემოსასვლელად განაცხადს ამზადებს, ვიმედოვნებთ, კიდევ ერთი უცხოური ბანკი გვეყოლება", ამის შესახებ  გამოცემა BM. ge-სთან საუბრისას ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ განაცხადა. 

მისი თქმით, ჰოლდინგის წარმომადგენლებთან შეხვედრა ვაშინგტონში მიმდინარე სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში ვიზიტისასაც შედგა

 „ფორმალურად ჯერჯერობით [საბანკო ლიცენზიაზე] განაცხადი შემოტანილი არ არის, მაგრამ მათ შექმნეს სამუშაო ჯგუფი, რომელიც კონტაქტში არის ეროვნული ბანკის შესაბამის დეპარტამენტებთან და ამზადებენ განაცხადს. ვიდრე არ იქნება საბოლოოდ შემოტანილი განაცხადი, ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ეს აუცილებლად შედგება, მაგრამ დიდი იმედი გვაქვს, იმიტომ რომ მათ საკუთარი რეგულატორისგან თავის ქვეყანაში უკვე მიიღეს ამაზე თანხმობა. იმედი გვაქვს, რომ კიდევ ერთი უცხოური, რეგიონული ბანკი გაჩნდება ჩვენთან. ჯერჯერობით ოფიციალური განაცხადი არ არის, მაგრამ საკმაოდ დიდ რესურსს ანდომებენ იმას, რომ მოამზადონ განაცხადი. აქაც [ვაშინგტონში, IMF-ის საგაზაფხულო შეხვედრებზე] კი მოვახერხეთ მათთან შეხვედრა, მათი ინიციატივით, ასე რომ ინტერესი არის გამოხატული“ - თქვა თურნავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×