რეზონანსი
19.04.2026

მსოფლიოში ერთ-ერთმა უმსხვილესმა ოპტიკური აღჭურვილობის მწარმოებელმა კომპანია Nikon Corporation-მა, რუსეთში სავაჭრო ნიშანი დაარეგისტრირა, - ამის შესახებ რუსული მედია, „როსპატენტის“ ელექტრონული მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით წერს.

დოკუმენტების თანახმად, NIS Elements სავაჭრო ნიშნის რეგისტრაციის განაცხადი სააგენტომ 2024 წლის სექტემბერში მიიღო, განმცხადებლად კი „ნიკონ კორპორეიშენი“ იყო მითითებული. „როსპატენტმა“ დადებითი გადაწყვეტილება მიმდინარე წლის აპრილში მიიღო.

ამ სავაჭრო ნიშნით კომპანია რუსეთში შეძლებს მიკროსკოპების გაყიდვას.

Nikon Corporation ოპტიკის, კამერების და ფოტო და ვიდეო აღჭურვილობის მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×