
მედიცინაში, დარგებში, სადაც [სპეციალისტის] დეფიციტი არ არის, შეზღუდული უნდა იყოს უცხოელი ექიმების ჩამოსვლისა და აქ მუშაობის შესაძლებლობა, რაც არ უნდა მარკეტინგულად საინტერესო იყოს ეს ვინმესთვის, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.
მისი თქმით, კანონის მთავარი ფუნქციაა ისეთი მოდელის შექმნა, რომლითაც გაირკვევა კონკრეტულ ვაკანსიაზე უცხოელი სპეციალისტის ჩამოყვანის მიზანია სიიაფე თუ კადრის დეფიციტი.
„ჩვენი კანონით გაჩენილი შესაძლებლობის მთავარი ფუნქცია არის, რომ შექმნას მექანიზმი და მოდელი, რომლის მეშვეობითაც შევძლებთ გავარკვიოთ და დავახარისხოთ, რომ ეს კონკრეტული ვაკანსია, რომელზეც ვინმე ითხოვს უცხოელის ჩამოყვანას, არის მხოლოდ სიიაფის გამო და აქვს თუ არა მას ქართული ალტერნატივა“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.