რეზონანსი
18.04.2026

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ თეირანს ვაშინგტონის შანტაჟის უფლებას არ მისცემს.

ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებს კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

მისივე თქმით, შეერთებული შტატები ირანთან საუბარს აგრძელებს, ამავდროულად მკაცრ პოზიციას იკავებს.

„ირანთან ძალიან კარგი საუბრები მიმდინარეობს. ისინი „ცოტა საყვარლები“ გახდნენ, როგორც ამას 47 წლის განმავლობაში აკეთებდნენ. მათ სურდათ სრუტის ხელახლა დაკეტვა, როგორც ამას წლების განმავლობაში აკეთებდნენ. მათ შანტაჟის საშუალებას არ მივცემთ. ჩვენ მათთან ვსაუბრობთ და მკაცრ პოზიციას ვიკავებთ“, - განაცხადა ტრამპმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×