
სამოქალაქო აქტივისტი მაგდა მამუკაშვილი შემდეგი შინაარსის წერილს ავრცელებს:
"დავწერ ცოტნე ივანიშვილზე.
პირველ რიგში იმას ვიტყვი, რომ ძალიან არ მომწონს, როცა "ქართულ ოცნებას" ყველა ნაბიჯი აქვს გათვლილი და ჩვენი ბრძოლა არის სპონტანური, დაუგეგმავი და ხშირად ემოციური. ისტორიული სიმართლე ჩვენს მხარესაა, მაგრამ სტრატეგია ჩვენი ძლიერი მხარე არასდროს ყოფილა.
გავაგრძელებ იმით, ბიძინა ივანიშვილმა იცის, რომ 2028 წლის არჩევნების მოგება არ იქნება მარტივი. კი მოუწევს გაყალბება, კი მოუწევს ამომრჩევლის მოსყიდვა, მაგრამ მარტივი ნამდვილად არ იქნება.
ასევე, მოვეშვათ ილუზიებს და ვთქვათ, ოპოზიცია აუცილელად გავა საპარლამენტო არჩევენებზე. არავინ დააბოიკოტებს საპარტლამენტო (ხელისუფლების შემცვლელ) არჩევნებს. ისიც ვთქვათ, რომ საზოგადოების
უმრავლესობაში გაიზარდა არჩევნებში გასვლაზე დადებითი განწყობა. კვლევები ამას ცხადყოფს. არც ქუჩაში გამოდის ხალხი, დიდად არც არჩევნების სჯერა, მაგრამ არჩევნებზეც რომ არ მივიდეს და პირდაპირ დაუტოვოს ველი ოცნებას, არც ეს უნდათ. ჩემი აზრით, ძალიან გაუჭირდება ოპოზიციას რადიკალი ამომრჩევლის დარწმუნება, რომ “კიდევ ერთხელ უნდა სცადონ”.
ამ მოცემულ სიტუაციაში ბიძინა ივანიშვილი უკვე ემზადება 2028 წლის არჩევნებისთვის. ირაკლი კობახიძის იმედად არჩევნებზე გასვლას ვერ გარისკავს. მას სჭირდება ახალი კანდიდატი და ვინ იქნება შვილზე ერთგული და სანდო? თან პრემიერზე გეცოდინებათ, ასაკობრივი საკანონმდებლო შეზღუდვა არ არსებობს. 20 წლის ცოტნესაც შეუძლია გახდეს პრემიერი, მამამისი თუ ამას მოინდომებს.
ბიძინა ასევე ნახულობს კვლევებს, რომლის მიხედვითაც ხალხი (ძირითადი მასა) დაიღალა აგრესიით, შეურაცხყოფების მოსმენით. ამიტომ, მის მიერ ლანძღვაში და აგრესიულ რიტორიკაში გათხვრილი ხალხის შეცვლა სურს შედარებით ახალი კადრებით.
ბევრი არ სჭირდება ბიძოს, 35-40% თავისით რომ ააძლევდეს ხმას, საკმარისია და 15-20%-ს გააყალბებს, მოისყიდის, მკვდარ სულებს აღადგენს, კარუსელებზე ატარებს პასპორტში ჩადებული პირადი ნომრებით. თან ისევ ჟონავს, არ დაგავიწყდეთ. ასე ჩანს ამ ეტაპზე ბიძინას გეგმები, ის ემზადება 2028-ისთვის, წასვლას არსად აპირებს", - დაწერა მამუკაშვილმა.