რეზონანსი
18.04.2026

ნატო-სა და ევროკავშირის მიმართ უკრაინელების დამოკიდებულება შედარებით გაუარესდა, – ამის შესახებ უკრაინული გამოცემა „ლიგა.ნეტ“ გამოკითხვაზე დაყრდნობით იტყობინება.

გამოკითხვა 2-8 აპრილს კიევის უსაფრთხოების ფორუმის დაკვეთით რაზუმკოვის ცენტრმა ჩაატარა.

ამავე გამოკითხვის მიხედვით, უკრაინელებს ყველაზე დადებითი დამოკიდებულება აქვთ შვედეთის, ესტონეთისა და კანადის მიმართ.

სტატიაში აღნიშნულია, რომ 2025 წლის შემოდგომასთან შედარებით უკრაინელების დამოკიდებულება ნატო-სა და ევროკავშირის მიმართ გარკვეულწილად გაუარესებულია, თუმცა, საერთო ჯამში, პოზიტიური რჩება.

კერძოდ, ევროკავშირთან მიმართებაში ბალანსი ამჟამად +63.4%-ს შეადგენს, მაშინ როდესაც 2025 წლის სექტემბერში ეს მაჩვენებელი +79.2% იყო.

„ლიგა. ნეტი“-ის სტატიაში ნათქვამია, რომ უკრაინელების დამოკიდებულება ევროკავშირისა და ნატო-ს მიმართ ასახავს მათ ზოგად განწყობას დასავლეთის მიმართ, რამაც შეიძლება, გავლენას ახდენდეს პოლიტიკურ კურსსა და საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობებზე.

LIGA.net-ის ინფორმაციით, „ნორვეგიისა და ისლანდიის ევროკავშირში შესაძლო გაწევრიანებამ შესაძლოა, გავლენა მოახდინოს უკრაინის ევროპულ ინტეგრაციაზე, თუმცა ეს აუცილებელი არ არის, უარყოფითი იყოს. გარკვეულ პირობებში, „ჩრდილოეთით გაფართოებამ“ შესაძლოა, უკრაინის წევრობის გზაც კი გაამარტივოს – ფინანსური შესაძლებლობებისა და ახალი პოლიტიკური ბალანსის შექმნის ხარჯზე“.

გამოკითხვის მიხედვით, მსგავსი ტენდენცია შეინიშნება ნატო-სთან მიმართებაშიც: მაჩვენებელი +39.9%-მდე შემცირდა, მაშინ როდესაც 2025 წლის იგი +61.8%-ს შეადგენდა.

ამასთანავე, უკრაინელების უმრავლესობა აგრძელებს ამ ინსტიტუტების დადებითად შეფასებას. მაგალითად, რესპონდენტთა 55,5%-ს ევროკავშირის მიმართ ძირითადად პოზიტიური დამოკიდებულება აქვს, ხოლო 23,6%-ს  – ნაწილობრივ პოზიტიური. ნატო-ს შემთხვევაში ეს მაჩვენებლები, შესაბამისად, 48.8% და 16.2%-ს შეადგენს.

„საერთო ჯამში, კვლევა აჩვენებს, რომ უკრაინელების სიმპათიები დასავლეთის ქვეყნების უმეტესობის მიმართ იზრდება. დადებითი დამოკიდებულების ყველაზე მაღალი დონე ფიქსირდება სკანდინავიური და ბალტიისპირეთის ქვეყნების მიმართ, განსაკუთრებით შვედეთის, ესტონეთის, ლიეტუვისა და დანიის მიმართ. კერძოდ, შვედეთი +91.6%; ესტონეთი +88.6%; კანადა +88.3%; ლიეტუვა +88%; დანია +87.7%

ევროპის მსხვილ ქვეყნებს შორის მაღალი მაჩვენებლები აჩვენა საფრანგეთმა (+86,1%), გერმანიამ (+82,3%), იტალიამ (+81,9%) და გაერთიანებულმა სამეფომ (+80,3%).

პოლონეთმა მნიშვნელოვანი ზრდა  აჩვენა +75,1%-მდე, რაც 22%-იანი ზრდაა 2025 წლის სექტემბერის მაჩვენებლთან შედარებით (+53,1%).

იაპონიის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება საგრძნობლად გაიზარდა, ბალანსით +77,5%. 2025 წლის სექტემბერთან შედარებით ეს მაჩვენებელი 24,8 პროცენტული პუნქტით მეტია, მაშინ +52,7% იყო.

ამასთან, ევროპულ ქვეყნებს შორის ყველაზე დაბალი ქულა უნგრეთს აქვს – მინუს 29,1%, თუმცა აღქმა იქაც გაუმჯობესდა.

ყველაზე უარყოფითი აღქმის მქონე ქვეყანად რჩება რუსეთი, რომლის მიმართ დამოკიდებულების ბალანსი მინუს 90,5%-ს შეადგენს“, – ნთქვამია სტატიაში.

სოციოლოგიურ კვლევაში სულ 1 200-მდე რესპოდენტმა მიიღო მონაწილეობა, რომელთა ასაკიც 18 წელს აღემატება. გამოკითხვა ჩატარდა 20-ზე მეტ ოლქსა და დედაქალაქ კიევში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×