
საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშიდან ირკვევა, რომ 2026 წლის მარტში, საქართველოდან საზღვარგარეთ 36.7 მლნ აშშ დოლარი (99.9 მლნ ლარი) გადაიგზავნა.
აღსანიშნავია, რომ 2025 წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით, საქართველოდან ფულადი გზავნილები 14.5%-ით გაიზარდა. კერძოდ, გასული წლის მარტში გადარიცხვებმა 32.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. მონაცემები აჩვენებს, რომ 2026 წლის მარტში საქართველოდან ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი თურქეთში განხორციელდა, მას კი მოსდევდა აზერბაიჯანი და რუსეთი.
10 ქვეყანა, სადაც საქართველოდან ყველაზე მეტი ფული გადაირიცხა, ასე გამოიყურება:
თურქეთი (წილი მთლიან გადარიცხვებში - 15.92%) - 5.849 მლნ აშშ დოლარი;
აზერბაიჯანი (15.78%) - 5.799 მლნ აშშ დოლარი;
რუსეთი (13.18%) - 4.842 მლნ აშშ დოლარი;
უკრაინა (6.69%) - 2.459 მლნ აშშ დოლარი;
საბერძნეთი (6.06%) - 2.225 მლნ აშშ დოლარი;
უზბეკეთი (4.86%) - 1.785 მლნ აშშ დოლარი;
ყაზახეთი (4.43%) - 1.627 მლნ აშშ დოლარი;
იტალია (4.08%) - 1.499 მლნ აშშ დოლარი;
გერმანია (2.95%) - 1.083 მლნ აშშ დოლარი;
აშშ (2.6%) - 955 ათასი აშშ დოლარი.