რეზონანსი
17.04.2026

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტირძნისში მომხდარ ფაქტზე, რა დროსაც მანქანა მოპედით მოძრავ მოზარდს დაეჯახა, შსს-მ 1980 წელს დაბადებული პირი დააკავა. 

შსს-ს ცნობით, გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით და 128-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ავტომანქანის მართვას ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ, ასევე დაზარალებულის განსაცდელში მიტოვებას.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, სოფელ ტირძნისში მანქანა მოპედს დაეჯახა. მოპედს 12 წლის მოზარდი მართავდა. ბავშვს ფეხის ამპუტაცია დასჭირდა. მისი მკურნალობისა და რეაბილიტაციისთვის საჭირო ფინანსური რესურსის მოსაძიებლად ახლობლებმა საზოგადოებას დასახმარებლად მიმართეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×