
რუსეთიდან მუქარას თბილისში პირველი შეფასებები მოჰყვა - "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრი, გიორგი ბუტიკაშვილი ამბობს, რომ "ცონების" პოლიტიკამ, რომ არ გაეღიზიანებინა მოსკოვი არ იმუშავა და სწორედ ამის დასტურია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მარია ზახაროვას განცხადება, რომელმაც თქვა, რომ თუ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდება, რუსეთი საქართველოს გაზის და ნავთობპროდუქტების მიწოდებას შეუწყვეტს.
ბუტიკაშვილის თქმით, რუსეთი კვლავ შანტაჟის ენით ელაპარაკება საქართველოს და პოლიტიკურ ბერკეტად ეკონომიკურ-სავაჭრო ურთიერთობებს იყენებს.
"ეს ცხადყოფს, რომ ქართული ოცნების პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში, დათმობის და არგაღიზიანებადობის პოლიტიკა არ მუშაობს. რუსეთი კვლავ შანტაჟის ენით ელაპარაკება საქართველოს და საქართველოში მცხოვრებ ბიზნესებს, რომლებიც თავის პროდუქტს ყიდიან რუსეთში. რუსეთი არ უყურებს საქართველოს როგორც თანასწორ პარტნიორს და ყოველთვის გამოიყენებს პოლიტიკურ ბერკეტად ეკონომიკურ-სავაჭრო ურთიერთობებს, ამიტომ ქართული ოცნების პოლიტიკა ამ კუთხითაც მარცხდება. ამიტომ არის საჭირო ჩვენ გვქონდეს დასავლეთთან , იმ ბარზებთან მეტი მეტი ინტეგრაცია, რომლებცი ასეთი შანტაჟის ენით არ დაელაპარაკა საქართველოს", - აცხადებს გიორგი ბუტიკაშვილი.
რუსეთი საქართველოს გაზის და ნავთობპროდუქტების მიწოდების შეწყვეტით ემუქრება, თუ ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანდება. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა. მისი თქმით, ბრიუსელის მოთხოვნების შესრულებამ შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიაზე და გაართულოს ორ ქვეყანაში მცხოვრებ ახლობლებს შორის კონტაქტები.