რეზონანსი
16.04.2026

 2010 წლის 1-ელ სექტემბრამდე გაცემული 4-წლიანი უმაღლესი განათლების დიპლომი შესაძლოა, მაგისტრის ხარისხთან გათანაბრდეს - რა ცვლილებები შედის კანონში

2010 წლის 1-ელ სექ­ტემ­ბრამ­დე 4-წლი­ა­ნი უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის დას­რუ­ლე­ბის შე­დე­გად გა­ცე­მუ­ლი დიპ­ლო­მი შე­საძ­ლოა, მა­გის­ტრის ხა­რისხთან გა­თა­ნაბრდეს. ცვლი­ლე­ბე­ბი და­გეგ­მი­ლია „უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ" კა­ნონ­ში, რომ­ლის ავ­ტო­რიც გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროა.

დღეს მოქ­მე­დი კა­ნო­ნით, 2010 წლის სექ­ტემ­ბრამ­დე 4-წლი­ა­ნი პროგ­რა­მე­ბის დას­რუ­ლე­ბის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი დიპ­ლო­მი ბა­კა­ლავ­რის ხა­რისხს, ხოლო 5-წლი­ა­ნი (ე.წ. და­უს­წრე­ბე­ლი) ერ­თსა­ფე­ხუ­რი­ა­ნი პროგ­რა­მე­ბის დას­რუ­ლე­ბის შე­დე­გად გა­ცე­მუ­ლი დიპ­ლო­მე­ბი მა­გის­ტრის ხა­რისხს უთა­ნაბრდე­ბა. კა­ნონპ­რო­ექ­ტის ავ­ტო­რე­ბის შე­ფა­სე­ბით, ეს ქმნის უთა­ნას­წო­რო მდგო­მა­რე­ო­ბას, რაც ცვლი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბის შემ­თხვე­ვა­ში გა­მოს­წორ­დე­ბა.

„აღ­ნიშ­ნუ­ლი ცვლი­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის გა­რე­შე, პი­რე­ბი, რომ­ლებ­მაც და­ას­რუ­ლეს ოთხ წლი­ა­ნი, ერ­თსა­ფე­ხუ­რი­ა­ნი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მა, ვერ შეძ­ლე­ბენ მო­ახ­დი­ნონ სა­კუ­თა­რი უფ­ლე­ბე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცია სა­სა­მარ­თლოს­თვის მი­მარ­თვის გა­რე­შე. აღ­ნიშ­ნუ­ლი კა­ნო­ნის მი­ღე­ბის გა­რე­შე შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა არა­სა­მარ­თლი­ა­ნი და უთა­ნას­წო­რო მიდ­გო­მა, რამ­დე­ნა­დაც 4-წლი­ა­ნი (ე.წ დას­წრე­ბუ­ლი) ერ­თსა­ფე­ხუ­რი­ა­ნი პროგ­რა­მის დას­რუ­ლე­ბის შე­დე­გად გა­ცე­მუ­ლი დიპ­ლო­მი გა­უ­თა­ნაბრდე­ბა ბა­კა­ლავ­რის ხა­რისხს, ხოლო 5-წლი­ა­ნი (ე.წ და­უს­წრე­ბე­ლი) პროგ­რა­მის დას­რუ­ლე­ბის შე­დე­გად გა­ცე­მუ­ლი დიპ­ლო­მი გა­უ­თა­ნაბრდე­ბა მა­გის­ტრის ხა­რის­ხის", - ნათ­ქვა­მია გან­მარ­ტე­ბით ბა­რათ­ში.

ასე­ვე, 2010 წლის სექ­ტემ­ბრამ­დე აკ­რე­დი­ტა­ცი­ის გა­რე­შე გა­ცე­მუ­ლი დიპ­ლო­მე­ბის აღი­ა­რე­ბა მარ­ტივ­დე­ბა.

კა­ნონპ­რო­ექ­ტი ასე­ვე ეხე­ბა იმ პი­რებს, რომ­ლებ­მაც 2010 წლის სექ­ტემ­ბრამ­დე სწავ­ლა და­ას­რუ­ლეს ისეთ უმაღ­ლეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში, რომ­ლებ­მაც და­კარ­გეს ან ვერ გა­ი­ა­რეს აკ­რე­დი­ტა­ცია. ცვლი­ლე­ბე­ბის მი­ხედ­ვით, მათი გა­ნათ­ლე­ბის აღი­ა­რე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა სა­სა­მარ­თლოს ჩა­რე­ვის გა­რე­შე.

„კა­ნო­ნის მი­ღე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რათა იმ პი­რებ­მა, რომ­ლე­ბიც უმაღ­ლეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში კა­ნონ­მდებ­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სად ჩა­რი­ცხულ­ნი იყ­ვნენ 2010 წლის 1-ელ სექ­ტემ­ბრამ­დე და რომ­ლებ­მაც სწავ­ლა და­ას­რუ­ლეს არა­აკ­რე­დი­ტე­ბულ რე­ჟიმ­ში სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მიერ ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რი აკ­რე­დი­ტა­ცი­ის და­კარ­გვის/გა­უვ­ლე­ლო­ბის გამო, შეძ­ლონ მათ მიერ მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის აღი­ა­რე­ბა.

გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ ამ კა­ნო­ნის მი­ღე­ბის გა­რე­შე პი­რე­ბი, რომ­ლებ­მაც გა­ნათ­ლე­ბა ნა­წი­ლობ­რივ მი­ი­ღეს არა­ლი­ცენ­ზი­რე­ბულ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში (ისე­თი შემ­თხვე­ვე­ბი, როცა და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მიერ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო საქ­მი­ა­ნო­ბის ლი­ცენ­ზი­ის მო­პო­ვე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­და პი­რის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მა­ზე ჩა­რი­ცხვის შემ­დეგ (კვი­რის, თვის ან წლის გან­მავ­ლო­ბა­ში)), ვერ შეძ­ლე­ბენ მათ მიერ მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ნამ­დვი­ლო­ბის და­დას­ტუ­რე­ბას სა­სა­მარ­თლო­სად­მი მი­მარ­თვის გა­რე­შე.

იმ პი­რო­ბებ­ში, რო­დე­საც მსგავს შემ­თხვე­ვებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს მიერ უკვე დად­გე­ნი­ლია პრაქ­ტი­კა და პი­რებს, სა­სა­მარ­თლოს­თვის მი­მარ­თვის გზით, უღი­არ­დე­ბათ მათ მიერ მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა, მი­ზან­შე­წო­ნი­ლია, გან­ხორ­ცი­ელ­დეს შე­სა­ბა­მი­სი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბი, რათა ასეთ პი­რებს სა­კუ­თა­რი უფ­ლე­ბე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ი­სათ­ვის არ დას­ჭირ­დეთ სა­სა­მარ­თლოს­თვის მი­მარ­თვა", - აღ­ნიშ­ნუ­ლია კა­ნონპ­რო­ექ­ტში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×