რეზონანსი
16.04.2026

"იმედის" "ქრონიკის“ ინფორმაციით, ოპოზიციას რევოლუციურ სცენარს ამჯერად "პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის" ერთ-ერთი ლიდერი, იგორ ბლაჟევიჩი უწერს - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი, გია აბაშიძე.

როგორც აბაშიძე აღნიშნავს, საქართველოში დაგეგმილ და მზადების პროცესში მყოფ არეულობაზე ინფორმაცია აქვს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, მათ შორის უცხოელი კოლეგების მხრიდან და ამ საკითხზე სამართლებრივ რეაგირებასაც აწარმოებს.

მისივე თქმით, იგორ ბლაჟევიჩი ამ დროისთვის საჯაროდ მოძიებულია, ის 2025 წელს თინა ხიდაშელთან, გია ნოდიასა და საბა ბრაჭველთან ერთად გამოჩნდა; იყო მოდერატორი ერთ-ერთ ღონისძიებაზე, სადაც ლაპარაკობდნენ სანქციებზე, წინააღმდეგობის გაწევასა და ხელისუფლების ცვლილებაზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×