რეზონანსი
16.04.2026

„დღეს, საქართველოს პარლამენტში იქნება შეხვედრა, მათ შორის გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანთან. რა თქმა უნდა, ამ საკითხს კიდევ ერთხელ დავაყენებთ“, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე საქართველოს შესახებ მოძველებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტა აქვს გაგზავნილი და საინტერესოა რა პასუხი ექნებათ მათ.

„დღეს, საქართველოს პარლამენტში იქნება შეხვედრა, მათ შორის გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანთან. რა თქმა უნდა, ამ საკითხს კიდევ ერთხელ დავაყენებთ. იცით რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტა აქვს გაგზავნილი და საინტერესოა რა პასუხი ექნებათ მათ. ვებგვერდზე ინფორმაციის შეცვლას სჭირდება სულ 30 წამი. შესაბამისად, მე არ მგონია, რომ ეს იყოს ტექნიკური ხარვეზი“, - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ქართული მხარის არაერთი მიმართვის მიუხედავად, საგარეო უწყება მონაცემებს არ ცვლის. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ საიტზე, საქართველოს პრეზიდენტად კვლავ სალომე ზურაბიშვილი, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრად ილია დარჩიაშვილია მოხსენიებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×