რეზონანსი
16.04.2026

შეიძლება ითქვას, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაამსხვრია მითი გერმანული სიზუსტის შესახებ. ფაქტობრივად მეორე წელია, ცვლილებების ასახვა არ ხდება გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემა „ღამის კურიერში“ სტუმრობისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, ქართული მხარის მითითების მიუხედავად, გერმანიის საგარეო უწყება საქართველოს შესახებ ინფორმაციას არ აახლებს.

„ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია გერმანულ მხარესთან. მე ძალიან ხშირად ვესაუბრები ჩემს გერმანელ კოლეგებს, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროში. ეს კავშირები არსებობს, კომუნიკაცია არსებობს და, რა თქმა უნდა, დასანანია, როდესაც ვხედავთ, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჯიუტად არ დგამს ამ პატარა ნაბიჯსაც კი იმისთვის, რომ უბრალოდ სწორი ინფორმაცია ასახოს საკუთარ ვებგვერდზე მაშინ, როდესაც საქართველოს მხარე ამას ითხოვს და მიუთითებს, რომ რაღაც არასწორია. რა თქმა უნდა, ისეთი გულუბრყვილოები ვერ ვიქნებით, რომ დავიჯეროთ, თითქოს, ორი წელიწადია, ტექნიკური ხარვეზი ვერ გაასწორეს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა. ამას ჩვენ ვერ მივიღებთ, როგორც ტექნიკურ ხარვეზს. არ არის ძალიან რთული ორი გვარის ჩასწორება. საუბარია ნებაზე, რომელიც უნდა გამოხატოს გერმანულმა მხარემ იმისთვის, რომ უბრალოდ სწორი ინფორმაცია განათავსოს საკუთარ ვებგვერდზე“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×