რეზონანსი
15.04.2026

ბუნების კანონი არ არის, რომ ნატო სამუდამოდ იქნება. ქვაზე არ წერია, რომ ნატო მომდევნო ათი წლის განმავლობაში იარსებებს, - ამის შესახებ ნორვეგიის ფინანსთა მინისტრმა და ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა დანიურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

ამასთან, ალიანსის შესანარჩუნებლად, სტოლტენბერგი მიიჩნევს, რომ ყურადღება არ უნდა გამახვილდეს ტრამპის რიტორიკაზე, არამედ რეალურ პოლიტიკაზე. ამიტომ, ის აღნიშნავს, რომ ევროპულ ქვეყნებს მოუწევთ შეიარაღება და მეტი პასუხისმგებლობის აღება, თუ მათ სურთ შეერთებული შტატების, როგორც ახლო მოკავშირის შენარჩუნება.

„2018 წელს, დონალდ ტრამპი დაიმუქრა შეერთებული შტატების ნატო-დან გაყვანით. მან ეს ახლაც გაიმეორა. ვერავინ იტყვის დანამდვილებით, რამდენად სავარაუდოა, რომ ეს მოხდება. თუმცა, სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი ასეთ განცხადებებს აკეთებს“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×