რეზონანსი
15.04.2026

ირანული ნავთობის გაყიდვის მიზნით დაწესებულ საშეღავათო ნებართვას აშშ აღარ გაახანგრძლივებს, - ინფორმაციას აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი ავრცელებს.

„მოკლევადიანი ნებართვის ვადა, რომელიც ზღვებში ჩარჩენილი ირანული ნავთობის გაყიდვის უფლებას იძლევა, რამდენიმე დღეში იწურება და იგი აღარ გახანგრძლივდება“, - ნათქვამია აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის განცხადებაში.

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა ირანული ნავთობის ნაწილზე დაწესებული სანქციები გასულ თვეში მოხსნა და ლიცენზია გამოსცა, რომლითაც ზღვებში მყოფი ტანკერებიდან ირანული ნავთობის გაყიდვა, გადაზიდვა ან გადმოტვირთვა 19 აპრილამდეა შესაძლებელი.

„ხაზინის დეპარტამენტი ირანზე მაქსიმალურ ეკონომიკურ ზეწოლას ინარჩუნებს. ფინანსურმა ინსტიტუტებმა გაფრთხილება უნდა გაითვალისწინონ, რომ დეპარტამენტი ყველა არსებულ საშუალებას იყენებს და მზად არის მეორადი სანქციები დააწესოს იმ უცხოური ფინანსური ინსტიტუტების წინააღმდეგ, რომლებიც ირანის საქმიანობის მხარდაჭერას აგრძელებენ“, - აცხადებს ხაზინის დეპარტამენტი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×