რეზონანსი
13.04.2026

გუშინ უნგრელმა ხალხმა ბევრი გადაწყვეტილება მიიღო, რომელთაგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, ალბათ ის არის, რომ უნგრეთის ადგილი ევროპაში იყო, არის და იქნება, ამის შესახებ პარტია „ტისას“ ლიდერმა, პეტერ მადიარმა განაცხადა.

,,ადრინდელი ვერსიისგან განსხვავებით, ის არ ჩაერევა არცერთი ქვეყნის შიდა საქმეებში, არც ბალკანეთის ქვეყნების, არც ესპანეთის, არც საფრანგეთის შიდა საქმეებში, არც ფულით და არც სხვა გზით. ჩვენ პატივისცემით ვითხოვთ იგივეს ყველა ქვეყნისგან: უნგრეთი თავისუფალ, დამოუკიდებელ, სუვერენულ და ამავდროულად ევროპულ ქვეყნად მიიჩნიონ. ქვეყანა, რომელიც ორი ყველაზე მნიშვნელოვანი და უდიდესი ალიანსის სისტემის: ევროკავშირისა და ნატო-ს წევრია. პოლიტიკა ადამიანებზეა დამოკიდებული და ბევრმა პოლიტიკოსმა ეს დაივიწყა. ვხედავ, რომ ევროპის ბევრ ადგილას სამთავრობო კრიზისი სამთავრობო კრიზისს მოსდევს, მეინსტრიმული პოლიტიკოსები შეშინებულები არიან, ექსტრემისტული ძალები პოზიციებს იკავებენ და პარტიული სისტემა, როგორც ჩანს, ბევრ ევროპულ ქვეყანაში იშლება. აქედან შემიძლია კეთილი განზრახვითა და სიკეთით გავაგზავნო შეტყობინება, რადგან დასავლეთ ევროპელმა პოლიტიკოსებმა პირადად მკითხეს, რა არის საიდუმლო: ხალხთან უნდა იყო, უნდა იშრომო, მოგწონს ეს თუ არა. უნგრეთი იქნება კონსტრუქციული პარტნიორი, რადგან ევროპას მრავალი თვალსაზრისით უჭირს, რადგან ომი კვლავ მიმდინარეობს ჩვენს გვერდით. ოთხ წელზე მეტია, ევროპა ძალიან რთულ ეკონომიკურ და სხვა სიტუაციაშია, მან ტემპი დაკარგა და რბილად რომ ვთქვათ, ევროპას უზარმაზარი სოციალური პრობლემები აქვს. ჩვენ აქ ვართ და ვცდილობთ, დავეხმაროთ”, – განაცხადა მადიარმა.

მისი თქმით, რუსეთი უნგრეთისა და ევროპისთვის უსაფრთხოების რისკს წარმოადგენს.

მადიარმა აღნიშნა, რომ უნგრეთმა „ზუსტად იცის, რაზეც საუბრობს” და ევროპა, როგორც საზოგადოება, ასევე წევრი სახელმწიფოები ,,ამისთვის უნდა მოემზადონ“ და მზად იყოს თავის დასაცავად.

ამასთან, როგორც მადიარმა განაცხადა, ევროპამ „არასწორად მართა“ მიგრაციული კრიზისი.

„ქვეყნების უმეტესობამ ახლა, საკმაოდ გვიან გააცნობიერა, რომ მათი საწყისი პოზიცია არ იყო კარგი. მიგრაციის პრობლემა ევროპაში არ უნდა შემოტანილიყო, არამედ ჩვენ, პირველ რიგში, იმ ქვეყნებს უნდა დავხმარებოდით”, – განაცხადა მადიარმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×