
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ის მხარს დაუჭერს სამხედრო ოპერაციას ირანის რეჟიმის წინააღმდეგ.
ზელენსკიმ განმარტა, რომ ირანელი ხალხი დახმარებას ეძებს არსებული რეჟიმის შესაცვლელად, რომელიც ღიად ემუქრება სხვა ქვეყნებს და დიდ ზიანს აყენებს მათ.
მან აღნიშნა, რომ ეს რეჟიმი მრავალი წელია არსებობს, სადაც მოქალაქეებს არ გააჩნიათ უფლებები, ხოლო ხალხი ათასობით უჩინარდება, იღუპება და სიკვდილით ისჯება.
ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის მხარს დაუჭერდა ოპერაციას, რომლის სამიზნეც რეჟიმი იქნებოდა და არა ირანელი ხალხი.
მან ასევე აღნიშნა, რომ ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რაც უკეთესი გამოსავალია. თუმცა, ის დარწმუნებული არ არის, რომ ირანის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა ამ იდეას გულწრფელად იზიარებს.