რეზონანსი
27.02.2026

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ უკრაინას აქვს შანსი, დაასრულოს ომი შემოდგომამდე - მიმდინარე წლის ნოემბერში, აშშ-ში დაგეგმილ შუალედურ არჩევნებამდე. კითხვაზე, რამდენად ახლოსაა უკრაინა მშვიდობის მიღწევასთან, მან უპასუხა, რომ არსებობს „შესაძლებლობების ფანჯარა“ ამ მომენტსა და ნოემბერში აშშ-ში დაგეგმილ შუალედურ არჩევნებს შორის.

„ახლა ვფიქრობ, რომ ჩვენ გვაქვს შანსი... ეს დამოკიდებულია ამ თვეებზე, იმაზე, გვექნება თუ არა შანსი, დავასრულოთ ომი შემოდგომამდე. არჩევნებამდე - მნიშვნელოვან, გავლენიან არჩევნებამდე შეერთებულ შტატებში. თუ მშვიდობის მიღწევა მოხერხდება, მაშინ ჩვენ გვაქვს ეს შესაძლებლობების ფანჯარა. ახლა ეს ფანჯარა ღიაა“, - განაცხადა მან.

მან ასევე განაცხადა, რომ აშშ-ს აქვს შესაძლებლობა, ბოლო მოუღოს ომს, თუმცა ამისთვის საჭიროა მოსკოვზე უფრო ძლიერი ზეწოლის განხორციელება: „მათ ნამდვილად შეუძლიათ პუტინზე ზეწოლა. მათ შეუძლიათ ამ ომის შეჩერება“, - ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ.

მან მოუწოდა ვაშინგტონის ადმინისტრაციას, გაამკაცროს სანქციები რუსეთის ხელმძღვანელობის ოჯახების მიმართ და მიაწოდოს უკრაინას უფრო თანამედროვე იარაღი. მისი მტკიცებით, მხოლოდ ზეწოლის გაძლიერება აიძულებს მოსკოვს, სერიოზულად მოეკიდოს მოლაპარაკებებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×