რეზონანსი
27.02.2026

თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე ინტენსიურად თოვს. მთელი ღამის განმავლობაში იწმინდებოდა ცენტრალური გზები. იმისათვის, რომ ავტომობილებით გადაადგილება არ შეფერხდეს, კოჯრის, წავკისისა და წყნეთის დასახლებებში, ბეთანიისა და პანტიანის გზაზე ტექნიკური მარილი იყრება.

აღნიშნულ სამუშაოებს შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები სპეცტექნიკის საშუალებით ასრულებენ. სამუშაო პროცესში ასევე ჩართულები არიან შესაბამისი რაიონული გამგეობების თანამშრომლები.

გზების ტექნიკური მარილით დამუშავების პროცესს მონიტორინგს უწევენ „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი გიორგი პაპავა, მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე და ვაკის რაიონის გამგებელი ლევან ყიფიანი.

ამინდის პროგნოზის მიხედვით, შემოერთებულ ტერიტორიებზე თოვა ხვალ საღამომდე გაგრძელდება. მოსახლეობას მოვუწოდებთ, უხვი ნალექის დროს ავტომანქანებით მხოლოდ ზამთრის საბურავებით გადაადგილდნენ. საგზაო-სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხების შემთხვევაში, მოგვმართეთ „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე - 2 61 90 50 ან თბილისის მერიის ცხელ ხაზზე - 2 72 22 22.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×