რეზონანსი
26.02.2026

 აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა, სამშაბათს წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობისა და სახელმწიფო რეფორმების კომიტეტში ჩვენების მიცემისას განაცხადა, რომ მას არ ჰქონდა ინფორმაცია ჯეფრი ეპშტეინისა და მისი პარტნიორის, გისლეინ მაქსველის კრიმინალური საქმიანობის შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Hill-ი ავრცელებს.

„როგორც 13 იანვარს ჩემს ფიცით დადასტურებულ განცხადებაში აღვნიშნე, წარმოდგენა არ მქონდა მათ კრიმინალურ საქმიანობაზე. არ მახსენდება, რომ ოდესმე შევხვედროდი ბატონ ეპშტეინს", - განაცხადა კლინტონმა წინასწარ მომზადებულ შესავალ სიტყვაში, რომელიც მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

„მე არასოდეს მიფრენია მისი თვითმფრინავით და არც მის კუნძულზე, სახლებში ან ოფისებში ვყოფილვარ. ამასთან დაკავშირებით დასამატებელი არაფერი მაქვს", - აღნიშნა მან.

ყოფილ პრეზიდენტს, ბილ კლინტონს, რომელსაც ეპშტეინთან დოკუმენტურად დადასტურებული მეგობრობა აკავშირებდა და 2000-იანი წლების დასაწყისში რამდენჯერმე იმგზავრა მისი თვითმფრინავით, ჩვენების მიცემა პარასკევს აქვს დაგეგმილი.

„ამ მომენტისთვის კლინტონებს კანონსაწინააღმდეგო ქმედებაში არავინ ადანაშაულებს. მათ მიეცემათ ჯეროვანი სამართლებრივი პროცესის უფლება", - განაცხადა წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯეიმს კომერმა ჩვენების დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×