
სხეულის ამპუტირებული ნაწილები სამტრედიაში ერთ-ერთ მიოვებულ შენობაში ყრია. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ადგილობრივები შიშობენ, რომ შესაძლოა, სოფელში ეპიდემია გავრცელდეს, რადგან მათი მონაყოლიდან ირკვევა, რომ უკვე ერთ თვეზე მეტია, კლინიკებიდან გამოტანილი სხეულის ნაწილები ძველი ფერმის დანგრეულ შენობაში მიაქვთ და იქ პარკებში შეფუთულს ტოვებენ.
ირგვლივ დასახლებული პუნქტია. სოფელ მელაურში ამბობენ, რომ სხეულის ამპუტირებული ნაწილები დანგრეულ შენობაში გვიან ღამით მიაქვთ, რომ ვერავინ დაინახოს.
ადგილობრივები შიშობენ, რომ შესაძლოა, სოფელში ეპიდემია გავრცელდეს. მათი მონაყოლიდან ირკვევა, რომ უკვე ერთ თვეზე მეტია, კლინიკებიდან გამოტანილი სხეულის ნაწილები ძველი ფერმის დანგრეულ შენობაში მიაქვთ და იქ პარკებში შეფუთულს ტოვებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროში დაადასტურეს, რომ სამტრედიის ერთ-ერთ სოფელში, სხეულის ამპუტირებული ნაწილების ღიამიტოვებულ შენობაში დატოვების ბრალდებით, 3 ადამიანი დაკავებული.
სამივე მათგანს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება - საუბარია 288-ე მუხლზე, რომელიც გარემოსათვის საშიში ნივთიერებისადმი ან ნარჩენისადმი მოპყრობის წესის დარღვევას გულისხმობს.
უწყება ამბობს, რომ ბრალდებულები რამდენიმე კვირის წინ დააკავეს.
"ტვ პირველი"