რეზონანსი
26.02.2026

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, არსებობდნენ ძალები, რომლებიც ცდილობდნენ საქართველო მაქსიმალურად დაეზიანებინათ, რათა ქვეყანა ომში ჩართულიყო.

რატი იონათამიშვილის განცხადებით, ეს ინტერესი არსად გამქრალა და იარსებებს მანამ, სანამ რუსეთ-უკრაინის ომი გრძელდება.

"სერიოზული ძალები იყვნენ, ვინც აკეთებდა ყველაფერს, მაქსიმალურად ცდილობდნენ საქართველო დაეზიანებინათ და ექციათ ინსტრუმენტად საკუთარი შავ-ბნელი ზრახვებისათვის.

გაეხსნათ მეორე ფრონტი, რაც გაანადგურებდა საქართველოს. საზოგადოებასთან ერთად, "ქართულ ოცნების" ხელისუფლებამ დავიცავით მშვიდობა საქართველოში. რა თქმა უნდა, ეს ინტერესები მათი მხრიდან არსად გამქრალა, სანამ ომი არსებობს ეს იქნება.

როგორც არ უნდა ეცადონ არასდროს მივცემთ საშუალებას, ჩვენი ქვეყანა ვინმეს ინსტრუმენტად იქცეს. ის მეხუთე კოლონა, რომელიც უკვე დიდი ხანია მათი ინსტრუმენტია, მშვიდობაში მოახმაროთ", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×