რეზონანსი
26.02.2026

დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის პრეზიდენტი ბორგე ბრენდე, რომელიც ეპშტეინის საქმეში ფიგურირებს, თანამდებობიდან გადადგა, - ინფორმაციას Reuters-ი ბრენდეს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„მადლობელი ვარ ჩემს კოლეგებთან და პარტნიორებთან შესანიშნავი თანამშრომლობისთვის და მჯერა, რომ ახლა შესაფერისი დროა ფორუმისთვის, რომ თავისი მნიშვნელოვანი საქმიანობა ხელისშემშლელი ფაქტორების გარეშე გააგრძელოს“, - აცხადებს ბრენდე.

ბორგე ბრენდე დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის პრეზიდენტის თანამდებობას 2017 წლიდან იკავებდა.

ცნობისთვის, დავოსის ეკონომიკური ფორუმის ხელმძღვანელობამ რამდენიმე კვირის წინ დამოუკიდებელი გამოძიება დაიწყო ბორგე ბრენდესა და გარდაცვლილი ფინანსისტისა და სექსუალურ დანაშაულებში მსჯავრდებული ჯეფრი ეპშტეინის კონტაქტების შესახებ. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული მასალებიდან ირკვევა, რომ ბრენდეს ეპშტეინთან სამი საქმიანი ვახშამი და ელექტრონული ფოსტით მიმოწერა ჰქონდა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×