რეზონანსი
26.02.2026

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, ევროპა დღევანდელი პოლიტიკით დაშლის გზას ადგას.

„ევროპა დაშლის გზას ადგას. ის ახლა დეზინტეგრაციის მდგომარეობაშია. და, თუ ჩვენ პატრიოტიზმის საფუძველზე რეორგანიზებას არ მოვახდენთ, დაშლის მოწმენი გავხდებით, რა დროსაც ევროპის შეერთებული შტატები სულ უფრო მეტ კონფლიქტში გაეხვევა, რაც საბოლოო ჯამში მიგვიყვანს ევროკავშირის სრულ დეზინტეგრაციამდე. მე ასე მჯერა“, - განაცხადა ორბანმა.

მისი თქმით, ევროპის დაშლა უნგრელების ინტერესში არ შედის, იმიტომ რომ ევროპული კოოპერაციის იდეა არის ერთ-ერთი დიდებული იდეა, რომელსაც შეუძლია ნამდვილად ემსახუროს უნგრელებს, თუ მას საფუძვლად პატრიოტიზმი და არა იმპერიალიზმი დაედება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×