რეზონანსი
26.02.2026

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Moody’s-მა საქართველოს საბანკო სისტემის პერსპექტივა (Ba2) უარყოფითიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

გამოქვეყნებულ ანგარიშში Moody’s-ი აღნიშნავს:

საქართველოს საბანკო სისტემის პერსპექტივა (Ba2) უარყოფითიდან სტაბილურამდე შეიცვალა, რაც ასახავს ქვეყნის მაკროეკონომიკურ სიძლიერეს, პოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ რისკებს შორის ბალანსს. Moody’s-ი ელის, რომ 2026 და 2027 წლებში რეალური მშპ-ს ზრდა დაახლოებით 5.5% იქნება, რაც ხელს შეუწყობს ძლიერ საკრედიტო აქტივობასა და ჯანსაღ ბიზნეს გარემოს ჩამოყალიბებას.

Moody’s-ის ანგარიშში აღნიშნულია, რომ საბანკო აქტივების ხარისხი მდგრადი დარჩება. ძლიერი ეკონომიკური ზრდა და შინამეურნეობების შემოსავლების ჯანსაღი დინამიკა ხელს შეუწყობს მსესხებელთა გადახდისუნარიანობას.

კაპიტალის ბუფერები საკმარისი დარჩება, რასაც ხელს შეუწყობს მკაცრი მარეგულირებელი მოთხოვნები და ძლიერი შიდა კაპიტალის წარმოქმნა. ასევე, მაღალი დარჩება მომგებიანობა.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ დეპოზიტების დედოლარიზაცია კვლავ გაგრძელდა და საქართველოს ეროვნულმა ბანკმა აღადგინა უცხოური ვალუტის რეზერვები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×