რეზონანსი
26.02.2026

ხელვაჩაურში სამკერვალო ფაბრიკის შპს „ფასთ თრექ ტექსტილე ლთდ“ 500-მდე თანამშრომელი დროებით გაიფიცა. შეკრებილების განცხადებით, სამკერვალო ფაბრიკაში ახალი ადმინისტრაციის დანიშვნის შემდეგ, სამუშაო პირობები შეიცვალა. მათი თქმით, ანაზღაურება მომატების ნაცვლად შემცირდა. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ თანამშრომელთა ნაწილი გაურკვეველ სიტუაციაში არიან.

ისინი ხელმძღვანელობასთან შეხვედრას და სამუშაო პირობების გადახედვას ითხოვენ.

აქციის მონაწილეებთან უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე მივიდა.

როგორც მან  განაცხადა, უფლებადამცველის ადგილზე მისვლის შემდეგ ფაბრიკის ადმინისტრაციის თანამშრომელი აქციის მონაწილეებს შეხვდა, რომელმაც სამკერვალო ფაბრიკის თანამშრომლებს განუცხადა, რომ ხელმძღვანელი დასაქმებულებს უახლოეს დღეებში შეხვდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×